თამაშგარე

15:35 | 26.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპინელ ლამაზმანს მთხოვნელთა რიგი უდგას

ფილიპინელი კარატისტი და აწუკვე მოდელი კატრიონა გრეი, რომელიც 2018 წელს “მის მსოფლიო“ გახდა. არამხოლოდ ფილიპინებში, მთელს აზიაში საუკეთესო სარძლოდ ითვლება და ახლა მთხოვნელთა რიგი უდგას, რომელთა შორის განსაკუთრებულად მენავთობე შეიხების შვილები ყელყელაობენ.

კატრიონა ცოტა ხნის წინ 27 წლის მოიყარა და მიუხედავად იმისა, რომ აზიაში ეს ასაკი გასათხოვებლად გვარიანად გადაცილებულია “სასურველს“, უკვე მრავლისმიმღწევ კარატისტსა და მოდელს გათხოვებაზე საუბარიც კი ძალიან ამხიარულებს და განსაკუთრებით ის ხალხი ახალისებს, ვინც მისი ბედის გადაწყვეტაზე “ზრუნავენ“.

სიმართლე რომ ვთქვათ კატრიონა გრეის გასათხოვებლად ნამდვილად არ სცალია, რადგან ცოტა ხნის წინ იაპონიის ერთ-ერთმა ტელესტუდიამ სერიალში მთავარ გმირად დაამტკიცა და ასეთ პირობებში, როდესაც წარმატებას წარმატება მოსდევს, შეიხის ჰარამჰანაში გამოკეტვა ვის ენდომება?...

0.143528