ავსტრიელი ტრამპლინიდან მხტომელის, გრეგორ შლირენცაუერისთვის, ვისაც მსოფლიო თასზე რეკორდულად ბევრი გამარჯვება აქვს მოპოვებული, მიმდინარე სეზონი დასრულდა. მან ავსტრიის ნაკრებში, რომელიც გერმანიის ობერსტდორფის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობს, ადვილი ვერ მოიპოვა. ამის გამო, შლირენცაუერმა გადაწყვიტა, მსოფლიო თასის დარჩენილ შეჯიბრებშიც არ იასპარეზებს.
შლირენცაუერმა ტრავმის გამო, გერმანიის ბროტეროდეში გამართულ კონტინენტურ თასზე ასპარეზობა ვერ შეძლო. მან ეს ტრავმა შეჯიბრის დაწყებამდე მიიღო. ამის მიუხედავად, ბროტეროდეს საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის წინ, მარცხენა მუხლში ტკივილი დაეწყო და ზხტომის შესრულებისგან თავი შეიკავა.
მოგვიანებით ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ შლირენცაუერს მუხლში ერთ-ერთი მყესი აქვს დაზიანებული.
„ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ვისურვებდი. ჩემთვის სეზონი ცუდად დაიწყო. კორონავირუსის ინფექციამ რეჟიმი დამირღვია, ახლა კი ეს ტრავმა, რომელიც კონტინენტურ თასზე მივიღე. ვარჯიშისას ძალიან შორს გადავხტი და სულ ეს იყო“, - ამბობს სახელოვანი ავსტრიელი, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატებზე 6 ოქროს მედალი, ზამთრის ოლიმპიადებზე კი ერთი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული და ორჯერ იყო ოთხი მთის ჩემპიონი.
მასვე მსოფლიო თასზე 53 ინდივიდუალური და 17 გუნდური შეჯიბრი აქვს მოგებული. მსოფლიო ტასს კი ორჯერ ფლობდა.







