ფეხბურთი

20:27 | 25.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

სადიო მანე: "ჩვენი მიზანი პრემიერლიგაში ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა"

„ლივერპულის“ თავდამსხმელი სადიო მანე რეალობას თვალს უსწორებს და დარწმუნებულია, რომ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძოლებენ. სენეგალელი ფეხბურთელის განცხადებით, ახლა მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

„სეზონის დასაწყისში ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის, პრემიერლიგისა და ინგლისის ორივე თასის მოგება იყო. ვფიქრობ, რომ ყველა ტოპკლუბი და ყველა მოთამაშე სეზონს ამ მიზნით იწყებს. ახლა ჩვენთვის პრემიერლიგაში ყველაფერი დასრულებულია, „მანჩესტერ სიტისთან“ ჩამორჩენა ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, არ დავნებდებით, მაგრამ ახლა ჩვენი მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა. თუმცა, გარდა ამისა, ჩვენი ძალების კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად უნდა მოვახდინოთ. ვიცით, რომ ესრთული იქნება, რადგან ევროპის საუკეთესო გუნდებთან ვთამაშობთ, მაგრამ შეგვიძლია ამის გაკეთება. ამიტომ, ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვეცდებით. სათქმელად ადვილია,ივიც, მაგრამ ვეცდებით“, - თქვა მანემ.

შეგახსენებთ, „ლივერპული“ პრემიერლიგაში 40 ქულით მეექვსე ადგილზა და ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ 19 ქულით ჩამორჩება,ხოლო ოთხეულს 5 ქულით. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იურგენ კლოპის გუნდი ცალი ფეხით მეოთხედფინალშია, რადგან მერვედფინალის პირველი მატჩი „ლაიფციგს“ სტუმრად 2:0 მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113454