კალათბურთი

17:21 | 25.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია გამოჯანმრთელდა და დღეს ევროლიგაში ითამაშებს

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი თორნიკე შენგელია გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზადაა. ქართველი მძიმე ფორვარდი ბოლო პერიოდში სრული დატვირთვით ვარჯიშობდა და მოედანზე გასვლა შეუძლია.

დღეს, ცსკა- ევროლიგაში პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ ეთამაშება და თორნიკე გუნდთან ერთად საბერძნეთშია. შესაბამისად, ტრავმის შემდეგ პარკეტს ოფიციალურად დღეს დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, შენგელიას ტრავმის გამო დაახლოებით ერთი თვე გაუცდა და ამ მიზეზით საქართველოს ნაკრებსაც ვერ დაეხმარა ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორ შეხვედრაში.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში თორნიკე შენგელია ევროლიგაში საშუალოდ 10.8 ქულას, 4.8 მოხსნას, 2.3 პასს აგროვებს, ხოლო VTB ლიგაში მისი საშუალო მაჩვენებელი 12.8 ქულა, 4.7 მოხსნა და 2.2 პასია.

0.115196