ფეხბურთი

22:05 | 24.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

პრომესი "სპარტაკში" დაბრუნდა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე ამსტერდამის "აიაქსის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ქვინსი პრომესი კარიერას მოსკოვის "სპარტაკში" გააგრძელებს. როგორც რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ნიდერლანდელმა კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გააფორმა.

ამსტერდამელების ოფიციალური ვებგვერდი ინფორმაციით, რუსებმა ტრანსფერში 8.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და შესაძლოა ბონუსების სახით 2.5 მილიონი მიიღონ. პრომესი მოსკოვურ გუნდში 2014-2018 წლებში თამაშობდა და იმ პერიოდში 135 მატჩში 66 გოლი გაიტანა. "აიაქსის" რიგებში ქვინსიმ 53 მატჩი ჩაატარა და გოლით თავი 22-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123411