ფეხბურთი

21:11 | 24.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა არაბულის გამარჯვების გოლი საბერძნეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

საბერძნეთის სუპერლიგაში ბაჩანა არაბულმა მორიგი გოლი გაიტანა. „ლამიას“ ქართველმა ფორვარდმა ლარისას აელ-თან საგარეო მატჩში შეძლო თავის გამოჩენა და საკუთარ გუნდს მოაგებინა.

არაბულმა 41-ე წუთზე თავური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და როგორც შემდგომ აღმოჩნდა, გამარჯვების გოლი გაიტანა (1:0). ბაჩანამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი თანაგუნდელი გუგა ფალავანდიშვილი მოედანზე არ გასულა.

27 წლის ფორვარდს საბერძნეთის ჩემპიონატის 18 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და ერთი საინტერესო დეტალი - ყველა გამარჯვების მომტანი იყო: 4 იანვარს, მან არისთან დუბლი შეასრულა და მისმა გუნდმა 2:0 მოიგო (ერთი გოლი მაკრატელა დარტყმით გაიტანა), ხოლო 6 დღის წინ სმირნისის აპოლონს გაუტანა 3 ქულის მომტანი გოლი (1:0).

ნიშანდობლივია, რომ „ლამიას“ სეზონში სულ 4 გამარჯვება აქვს (სამჯერ არაბულის გოლებით მოიგო), 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111838