ფეხბურთი

12:10 | 24.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკიმ რაულს გადაასწრო

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირია. პოლონელმა ფორვარდმა ლეგენდარულ რაულს გადაასწრო.

„ლაციოსთან“ გატანილი გოლი ლევანდოვსკისთვის ჩემპიონთა ლიგაზე 72-ე გამოდგა და რაული უკან მოიტოვა, რომელმაც თავის დროს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირზე 71 გოლი გაიტანა.

რობერტ ლევანდოვსკი მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჩამორჩება - ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს. არგენტინელის ანგარიშზე 119 გოლია, ხოლო პორტუგალიელმადღემდე 134 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112722