ფეხბურთი

0:28 | 24.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა სიჭინავა უკრაინის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში

„ინჰულეცის“ ქართველი ფეხბურთელი ნიკა სიჭინავა უკრაინის პრემიერლიგის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 26 წლის თავდამსხმელი Football.ua-მ გამოარჩია. ნიკა მიმდინარე სეზონში მეორედ დასახელდა ტურის საუკეთესო თერთმეტეულში.

„ნიკა სიჭინავა „ვორსკლას“ მცველებისთვის ნამდვილი თავის ტკივილი იყო. სკლიარს არ ჰქონდა დრო და შემტევს ფეხებში ჩაარტყა, შესაბამისად, პენალტი დაინიშნა, ხოლო შემდეგ იავორსკიმ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა ქართველი ფეხბურთელის რამდენიმე მოძრაობის შედეგად. მოპოვებული პენალტი და ლამაზი გოლი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს საკმარისი არ იყო, რომ მის გუნდს მოეგო“, - წერს გამოცემა.

პოლტავას „ვორსკლასთან“ ნიკამ 22-ე წუთზე პენალტი გამოიმუშავა, ხოლო 62-ე წუთზე თავად გაიტანა გოლი. მატჩი კი ფრედ, 2:2 დასრულდა.

„ინჰულეცი“ 15 ტურის თავზე 12 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება, ხოლო ნიკა სიჭინავას 13 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი. ქართველი შემტევი გასულ სეზონში უკრაინის პირველი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119504