კალათბურთი

21:25 | 23.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პაუ გასოლი "ბარსელონაში" ითამაშებს

ლეგენდარული ესპანელი კალათბურთელი პაუ გასოლი „ბარსელონაში“ ითამაშებს. კატალონურმა გუნდმა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

40 წლის გასოლმა „ბარსაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება და გუნდს მიზნების მიღწევაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ პაუს 2019 წლის შემდეგ, როდესაც „მილუოკი ბაქსი“ დატოვა, არ უთამაშია.

მისი ფანტასტიკური კარიერა სწორედ „ბარსელონაში“ დაიწყო, სადაც 1998-2001 წლებში ითამაშა და შემდეგ უკვე NBA-ში გადაინაცვლა, სადაც სხვადასხვა წლებში „მემფის გრიზლის“ (2001-2008), „ლეიკერსის“ (2008-2014),„ჩიკაგო ბულსის“ (2014-2016), „სან ანტონიო სპურსისა“ (2016-2019) და „მილუოკი ბაქსის“ (2019) ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113992