ფეხბურთი

19:01 | 22.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" "ატალანტასთან" 9 ფეხბურთელი დააკლდება, 6 მოთამაშე აკადემიიდან დაიმატეს

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბერგამოს „ატალანტასთან“ დიდი დანაკლისით ითამაშებს. ზინედინ ზიდანის გუნდს კარიმ ბენზემაც გამოაკლდა, რომლის თამაში საეჭვო იყო, მაგრამ ახლახან ოფიციალურად დადასტურდა, რადგან გუნდის 19-კაციან განაცხადში არ არის.

„რეალს“ მომავალ შეხვედრაში ბენზემას გარდა, ფედერიკო ვალვერდე, როდრიგო, ედენ აზარი, სერხიო რამოსი, დანი კარვახალი, ედერ მილიტაო, ალვარო ოდრიოსოლა, და მარსელო ვერ დაეხმარებიან, რაც პრაქტიკულად ერთ გუნდს უდრის.

ზინედინ ზიდანს ბერგამოში 19-დან 6 ფეხბურთელი აკადემიიდან მიჰყავს და მხოლოდ 13 მოთამაშეა ისეთი, რომლებიც პირველი გუნდის მუდმივ წევრებად მოიაზრებიან.

შეგახსენებთ, რომ „ატალანტასა“ და „რეალის“ მატჩი 24 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109907