ფეხბურთი

23:47 | 21.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი თბილისშია (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი თბილისშია და ის დღეს საქართველოს სუპერთასის მატჩსაც დაესწრო („დინამო თბილისი“ – „გაგრა“).

სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა 43 წლის ფრანგ სპეციალისტს ეროვნული ნაკრების მაისური სიმბოლურად გადასცა.

შეგახსენებთ, ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად 6 დღის წინ დაინიშნა და მან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა (ორი წლით განახლების შესაძლებლობით). მისი დებიუტი საქართველოს ნაკრებში 25 მარტს, შვედეთთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შედგება. გარდა ამისა, 28 მარტს, თბილისში, ესპანეთის ნაკრები ჩამოვა, ხოლო 31 მარტს, საქართელო სალონიკში, საბერძნეთს დაუპირისპირდება.

0.119954