ფეხბურთი

0:27 | 21.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" "ლაიფციგს" შანსი გაუჩინა, ჰოლანდის გაჩერება შეუძლებელია

გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ ხელმოცარული დარჩა. ჰანსი ფლიკის გუნდი აღარ არის ისეთ ფორმაში, როგორშიც გვახოვს. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიდან ტრიუმფიდან დაბრუნებული „რეკორდმაისტერი“ ბუნდესლიგაში ორ ტურში ერთადერთ ქულას გამორჩა, რაც ცხადია, ცუდი შედეგია.

წინა ტურში „ბაიერნი“ შინ „ფრაიბურგთან“ ორჯერ აგებდა ორბურთიანი სხვაობით და საბოლოოდ, ქულა მაინც მოიპოვა (3:3), მაგრამ ამჯერად ძალიან მაგარ ფორმაში მყოფ „აინტრახტთან“ უქულოდ დარჩა. დაიჩი კამადამ მატჩის დასაწყისშივე გახსნა ანგარიში, რასაც ტაიმის შუაწელს ამინ იუნესის მეორე გოლი მოჰყვა. ორბურთიანი უპირატესობა „აინტრახტმა“ შეინარჩუნა და „ბაიერნი“ ბუნდესლიგის ამ სეზონში მესამედ დამარცხდა. მეორე ტაიმში რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, მაგრამ ეს მხოლოდ პრესტიჟის გოლი გამოდგა. „რეკორდმაისტერს“ „ლაიფციგთან“ 5-ქულიანი უპირატესობა აქვს, თუმცა, „ხარები“ კვირას „ჰერტას“ ბერლინში თუ მოუგებს, სხვაობა მხოლოდ 2 ქულა იქნება და ბუნებრივია, „ვერცხლის სინისთვის“ ბრძოლა ძალიან დაიძაბება.

„დორტმუნდმა“ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებას ბუნდესლიგაში რურის დერბის მოგებაც მიაყოლა. ერლინგ ჰოლანდი უბრალოდ ბრყინავს და ნორვეგიელმა „ვიკინგმა“ „შალკეს“ დუბლი შეუსრულა. მის გარდა, „ყვითლებმა“ კიდევ ორი გოლი გაიტანეს და 4:0 მოიგეს. მიუხედავად ამ გამარჯვებისა, „დორტმუნდის“ მდგომარეობა მაინც საგანგაშოა და ჩემპიონთა ლიგის ზონას ჯერ კიდევ 6 ქულითაა მოშორებული.

„კიოლნი“ – „შტუტგარტი“ 0:1

გოლი: 0:1 კალაჯიჩი (49)

„გლადბახი“ – „მაინცი“ 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 ონისივო (10), 1:1 შტინდლი (26), 1:2 სტოგერი (86)

„აინტრახტი“ – „ბაიერნი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 კამადა (12), 2:0 იუნესი (31), 2:1 ლევანდოვსკი (53)

„ფრაიბურგი“ – „უნიონი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 პრომელი (64)

„შალკე“ – „დორტმუნდი“ 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 სანჩო (42), 0:2 ჰოლანდი (45), 0:3 გერეირო (60), 0:4 ჰოლანდი (79)

თეგებიბუნდესლიგა
0.120955