ფეხბურთი

22:18 | 20.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვის გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში (+VIDEO)

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დავით ვოლკოვმა მორიგი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა „ზირა“ „კეშლასთან“ საგარეო მატჩში მარცხისგან იხსნა.

73-ე წუთზე ვოლკოვმა მაშინ გაიტანა, როდესაც მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

დავით ვოლკოვს კარგი სეზონი აქვს, კონკრეტულად აზერბიაჯანის ჩემპიონატში 16 შეხვედრაში თავი 7-ჯერ გამოიჩინა (ამას გარდა, აზერბაიჯანის თასზეც გაიტანა გოლები). რაც შეეხება „ზირას“ 25 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147238