ფეხბურთი

21:56 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"შტუტგარტმა" მთავარ მწვრთნელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ამერიკელმა მწვრთნელმა პელეგრინო მატარაცომ "შტუტგარტთან" კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა და გუნდს 2024 წლის ივლისამდე გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მატარაცომ "შტუტგარტი" 2019 წლის ბოლოს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ბუნდესლიგის საგზური მოიპოვა. მიმდინარე სეზონში გერმანიის ჩემპიონატში პელეგრინოს გუნდი 21 ტურის შემდეგ 26 ქულით მეათე ადგილზეა.

0.106716