ფეხბურთი

0:28 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილმა და გიორბელიძემ ევროპა ლიგაზე "ტოტენჰემთან" ითამაშეს

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ევროპა ლიგის გათამაშებაც განახლდა. 1/16-ფინალურ ეტაპზე ლონდონის „ტოტენჰემი“ ავსტრიულ „ვოლფსბერგერს“ დაუპირისპირდა, რომლის ღირსებას ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე იცავენ.

სხვათა შორის თამაში ავსტრიის ნაცვლად, ბუდაპეშტში გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო ჟოზე მოურინიოს გუნდმა ადვილად, 4:1 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი პრაქტიკულად უკვე გადაჭრა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, „ტოტენჰემის“ ვარსკვლავების პირისპირ ორივე ქართველმა ითამაშა. ლუკა ლოჩოშვილი ტრადიციულად 90 წუთი იყო ავსტრიელთა დაცვის ცენტრში, გურამ გიორბელიძე კი მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა.

რასაკვირველია, ქართველი ფეხბურთელებისთვის ეს დიდი გამოცდილება იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მათი გუნდი დამარცხდა. საპასუხო შეხვედრა ლონდონში ერთი კვირის თავზე შედგება.

0.117815