ფეხბურთი

10:51 | 18.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში დორტმუნდის „ბორუსიამ“ „სევილიას“ სტუმრად 3:2 მოუგო და შემდეგი ეტაპისკებ დიდი ნაბიჯი გადადგა.

როგორც Opta Joe გვამცნობს, დორტმუნდელთა 20 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა ამ შეხვედრაში დუბლი მიითვალა და ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა. მან 10 ბურთი 7 მატჩში გაიტანა. მანამდე რეკორდი „ბაიერნის“ შემტევს, როი მაკაის ეკუთვნოდა, რომელმაც 2003-04 სეზონში 10 გოლი 10 შეხვედრაში შეაგდო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125834