ფეხბურთი

2:04 | 18.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფანტასტიკური ჰოლანდი და კოშმარული "იუვენტუსი"

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ სტადიაზე მეორე სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიმართა და ორივეს საინტერესო სცენარი ჰქონდა. „დრაგაუზე“ „პორტუმ“ „იუვენტუსს“, „სანჩეს პისხუანზე“ კი „სევილია“ „დორტმუნდს“ დაუხვდა.

ორივე წყილში ყველაფერი საპასუხო მატჩებში გადაწყდება, მაგრამ ამ გადმოსახედიდან „დორტმუნდი“ ყველაზე კარგ მდგომარეობაშია. გერმანული გუნდი ბუნდესლიგაში კატასტროფულად თამაშობს, „სევილია“ კი პირიქით ბოლო დროს დიდებულ ფორმაში იყო. თამაშიც ისე დაიწყო, ესპანელები უკეთესს ვერ ინატრებდნენ, სუსომ ანგარიში გახსნა და ანდალუსიელები დაწინაურდნენ. თუმცა, გერმანელებს ჰყავთ ერლინგ ჰოლანდი, რომელმაც ამ შეხვედრაში განსხვავება გამოიწვია. ნორვეგიელმა პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა! მანამდე იყო დაუდის ფანტასტიკური გოლი და „ყვითლები“ ანტრაქტამდე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. „სევილიას“ ორმატჩიან დუელში შანსი ლუკ დე იონგმა 84-ე წუთზე გატანილი გოლით დაუტოვა, თუმცა ფაქტია „დორტმუნდმა“ 3:2 მოიგო და საპასუხო შეხვედრის წინ აშკარა ფავორიტად იქცა.

პარალელურად „იუვენტუსი“ „პორტუს“ ესტუმრა და კოშმარული თამაში ჩაატარა. ანდრეა პირლოს გუნდი 1:2 დამარცხდა და ბედს უნდა უმადლოდეს, რომ ასე მოხდა. „იუვემ“ გოლი 63-ე წუთზე გაუშვა. როდრიგო ბენტანკურმა საკუთარ საჯარიმოში არაზუსტი პასი გააკეთა და ანგარიში გაიხსნა. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ბოლო 8 წლის განმავლობაში ეს ყველაზე სწრაფი გოლია და მანამდე იმავე „იუვენტუსმა“ დავიდ ალაბასგან 24-ე წამზე გაუშვა... (2013 წელს). ეს ყველაფერი არ იყო - „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე ტაიმში ყველაზე სწრაფიც გოლიც ამ მატჩში გაუშვა. მეორე ნახევარი სულ რაღაც 19 წამის დაწყებული იყო, როდესაც „პორტუმ“ მეორე გაიტანა. ორივე ტაიმის დასაწყისი ტურინელებს კოშმარული ჰქონდათ! თუმცა, შანსი მაინც დაიტოვა და ეს ფედერიკო კიეზას დამსახურებაა, რომელმაც 82-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა და საპასუხო მატჩის წინ „იუვე“ უიმედო მდგომარეობაში არ დატოვა. სხვათა შორის, ფედერიკო კიეზა კრიშტიანუ რონალდუს გარდა, "იუვეს" პირველი ფეხბურთელია 2018 წლის აპრილის შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გოლი გაიტანა. მას შემდეგ ტურინელებმა პლეი-ოფში 7 გოლი გაიტანეს და შვიდივე რონალდუმ და აი, ეს საგანგაშო ტრადიცია ფედერიკომ დაარღვია...

სხვათა შორის, „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ზედიზედ მესამე სეზონში წააგო პირველივე თამაში. „პორტუმდე“ ტურინელები ამ ეტაპზე „ლიონმა“ (1:0) და „ატლეტიკომ“ (2:0) დაამარცხეს. ცხადია, ყველაფერი ტურინში გაირკვევა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ანდრეა პირლოს პრობლემები თავზე საყრელად აქვს და არც იმ ადამიანს ჰგავს, ამ პრობლემებს რომ გადაჭრის...

„პორტუ“ – „იუვენტუსი“ 2:1 (1:0)

პორტუ, „დრაგაუ“

„პორტუ“ (4-4-2): მარკესინი; მანაფა, მბემბა, პეპე, ზაიდუ; კორონა (ნდიაიე 90), ურიბე, ოლივეირა (კონსეისაო 90), იტავიო (ლუის დიასი 57); მარეგა (გრუიჩი 66), ტარემი

მწვრთნელი: სერჟიო კონსეისაო

„იუვენტუსი“ (4-4-2): დანილო, დე ლიხტი, კიელინი (დემირალი 35), ალექს სანდრო; კიეზა, ბენტანკური, რაბიო, მაკკენი (მორატა 63); კულუშევსკი (რემზი 77), რონალდუ

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

გოლები: 1:0 ტარემი (2), 2:0 მარეგა (46), 2:1 კიეზა (82)

გაფრთხილება: დე ლიხტი (63), დანილო (81), დემირალი (87), ალექს სანდრო (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (5) – 9 (4) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 1:5

მსაჯი: კარლოს დელ სერო გრანდე (ესპანეთი)

„სევილია“ – „დორტმუნდი“ 2:3 (1:3)

სევილია, „სანჩეს პისხუანი“

„სევილია“ (4-3-3): ბონო; ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, ესკუდერო; ჯორდანი (როდრიგესი 72), ფერნანდო, რაკიტიჩი (გუდელი 46); სუსო (დე იონგი 60), ენ-ნესირი (ელ ჰადადი 60), გომესი (ტორესი 60)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

„დორტმუნდი“ (4-3-2-1): ჰიტცი; მური, აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო (პასლაკი 76); ბელინგემი, ემრე ჯანი, დაუდი (მუნიე 90); როისი (ბრანდტი 80), სანჩო; ჰოლანდი

მწვრთნელი: ედინ ტერზიჩი

გოლები: 1:0 სუსო (7), 1:1 დაუდი (19), 1:2 ჰოლანდი (27), 1:3 ჰოლანდი (43), 2:3 დე იონგი (84)

გაფრთხილება: როდრიგესი (88) - ჰუმელსი (73), ჰოლანდი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (4) -8 (3) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დანი მაკელიე (ნიდერლანდები)

0.139999