ფეხბურთი

17:07 | 15.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" დანი კარვახალი დიდი ხნით გამოაკლდა

მადრიდის „რეალში“ საკადრო პრობლემები გრძელდება და ზინედინ ზიდანის გუნდს ამჯერად დანი კარვახალი გამოაკლდა, რომელიც „ვალენსიასთან“ შეხვედრაში დაშავდა.

ესპანელმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხზე კუნთის ტრავმა მიიღო და მოედანზე გასვლას ორი-სამი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ბერგამოს „ატალანტასთან“ მერვედფინალურ მატჩებს ნამდვილად გამოტოვებს.

კარვახალმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113334