ფეხბურთი

10:29 | 15.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართული გოლი აზერბაიჯანში (+VIDEO)

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-15 ტურში ორი ქართული გოლი გავიდა - დავით ვოლკოვმა და მერაბ გიგაურმა გაიტანეს. ვოლკოვის „ზირამ“ საკუთარ მოედანზე ბაქოს „საბაჰს“ უმასპინძლა და ბოლო წუთებზე ქულა გადაარჩინა - 2:2.

ვოლკოვმა შეუცვლელად ითამაშა, 79-ე წუთზე კი ახლო მანძილიდან გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა (1:1). დავითმა აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი გაიტანა, ხოლო მისი გუნდი 24 ქულით მესამე ადგილზეა.

მერაბ გიგაურმა კი, რომელიც „გაბალას“ ღირსებას იცავს, „კეშლასთან“ შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა. მერაბმა შეუცვლელად ითამაშა, 50-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო საბოლოოდ მისმა გუნდმა 2:0 იმარჯვა. გიგაურს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, „გაბალა“ კი 18 ქულით მეხუთე ადგილზეა.

0.148891