ფეხბურთი

2:34 | 14.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერები უდანაკარგოდ

„ბარსელონამ“ „ალავესთან“ გაილაღა. მთავარი კაცი კი, რა თქმა უნდა ისევ ლიონელ მესი იყო, რომელმაც ორი ულამაზესი ბურთი შეაგდო და ერთიც ტრიკაოს გაატანინა. აქვე ვიტყვით, რომ პორტუგალიელმაც დუბლი მიითვალა.

კატალონიელებმა თავიდანვე ენერგიულად დაიწყეს მატჩი, თუმცა შთამბეჭდავმა დებიუტმა შედეგი ვერ მოიტანა. ანგარიში ნახევარი საათის თავზე გაიხსნა, როცა ტრიკაომ იყოჩაღა. ტაიმის დამატებულ წუთებზე კი არგენტინელმა გენიოსმა პირველი შედევრი შექმნა.

შესვენების შემდეგ სტუმარმა ალავესელებმა ხასიათი გამოავლინეს, ერთი ბურთი გაქვითეს და თითქოს თამაშს ინტრიგა დაუბრუნეს, მაგრამ მალევე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა: ტრინკაომ, მესიმ და ფირპომ კიდევ სამჯერ დააწყებინეს მოწინააღმდეგეს ცენტრიდან თამაში. 5:1 და „ბარსელონა“ 46 ქულით მეორე ადგილზე დადგა, თუმცა ქულები „რეალთან“ თანაბარი აქვს.

„ატლეტიკო“ ზედიზედ მეორე მატჩში ქულების დაკარგვას გადაურჩა. თუმცა „გრანადასთან“ ერთობ გაუჭირდა. ყველაფერს ლუის სუარესის ფატალური უიღბლობაც დაემატა, რომელმაც უამრავი ხელსაყრელი მომენტი გააცუდა. მათ შორის, მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა ხარიხას მოარტყა ბურთი. ამასობაში, გამტანის ფუნქცია საკუთარ თავზე მარკოს ლიორენტემ აიღო და 63-ე წუთზე გახსნა კიდეც ანგარიში, თუმცა სტუმართა სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა. სამ წუთში იანხელ ერერამ გაათანაბრა.

მადრიდელებმა მანც იძალეს. დამთავრებამდე 16 წუთით ადრე ანხელ კორეამ გამარჯვებისა გაიტანა.

„ატლეტიკოს“ 54 ქულა მოუგროვდა და დამაჯერებლად ლიდერობს სატურნირო ცხრილს. უახლოესი მდევრები - „ბარსელონა“ და „რეალი“ დიეგო სიმეონეს გუნდს 8 ქულით ჩამორჩებიან, თანაც ატლეტიკოელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ესპანეთი

პრიმერა. 23-ე ტური. 13 თებერვალი

გრანადა - ატლეტიკო 1:2

გრანადა. „ნუევო ლოს-კარმენესი.“

0:1 ლიორენტე (63), 1:1 ერერა (66), 1:2 კორეა (74)

გრანადა: სილვა, ფულკიე (კინა 80), ნევა, დუარტე, სანჩესი, ვალიეხო, კენედი (პუერტასი 69), მაჩისი (სორო 79), მონტორო (გონალონი 69), ეტეკი (ერერა 58), მოლინა

მწვრთნელი: დიეგო მარტინესი

ატლეტიკო: ობლაკი, ფელიპე, სავიჩი, ერმოსო, ლიორენტე, კარასკო, საული, კოკე, კონდოგბია (ვრსალკო 46), კორეა, ლუის სუარესი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: ანტონიო ლაოსი

გაფრთხილება: ლუის სუარესი (39), საული (43), სავიჩი (77), კოკე (89), კარასკო (90)

სევილია - უესკა 1:0

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი.“

1:0 მუნირი (57)

სევილია: ბუნუ, რეკიკი, კარლოსი, სერხი გომესი, ალეიშ ვიდალი (კუნდე 81), ტორესი (ფერნანდო 81), გუდელი, რაკიტიჩი (ხორდანი 65), ალეხანდრო გომესი (სუსო 75), მუნირი, დე იონგი (ენ-ნესირი 65)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

უესკა: ფერნანდესი, გასტონ სილვა (ინსუა 16), პულიდო (გომესი 81), სიოვასი, გალანი, მაფეო, სეოანე, რიკო (კარლოსი 81), დუმბია (ფერეირო 60), მირი, ოკაზაკი (ესკრიჩე 60)

მწვრთნელი: პაჩეტა

მსაჯი: მედიე ხიმენესი

გაფრთხილება: დე იონგი (63), ენ-ნესირი (87), ბუნუ (90); დუმბია (40), მირი (51), გალანი (63), ინსუა (80)

ბარსელონა - ალავესი 5:1

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“

1:0 ტრინკაო (29), 2:0 მესი (45+1), 2:1 რიოხა (57), 3:1 ტრინკაო (74), 4:1 მესი (75), 5:1 ფირპო (80)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ფირპო, ლანგლე, დე იონგი (პიანიჩი 72), მინგესა (დესტი 72), პუჩი, ბუსკეტსი (უმტიტი 46), მორიბა (პედრი 64), გრიზმანი (დემბელე 81), ტრინკაო, მესი

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ალავესი: პაჩეკო, დუარტე, ლეჟენი, ტაჩი, აგირეგაბირია (ლაგუარდია 46), კორდობა (რიოხა 46), პინა (პონსი 72), ბატალია, მენდესი, პერესი (საინსი 81), ხოსელუ (დეივერსონი 81)

მწვრთნელი: აბელარდო

მსაჯი: ხორხე ვასკესი

გაფრთხილება: აგირეგაბირია (17), ტაჩი (53)

ეიბარი - ვალიადოლიდი 1:1

0:1 მესა (7 პენ), 1:1 გარსია (23)

0.116863