ფეხბურთი

22:48 | 13.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: „არ ვიცი, რა მოხდა ბეილსა და მოურინიუს შორის“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ჟურნალისტებს ყოფილი შეგირდის, გარეთ ბეილის შესახებ, რომელიც ახლა „ტოტენჰემში“ თამაშობს იჯარით, თავისი აზრი გაუზიარა.

„როგორც მწვრთნელი, გარეთს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. არ ვიცი მასსა და მოურინიუს შორის რა მოხდა. ვიმედოვნებ, ბეილს ყველაფერი კარგად მისდის, ისევე, როგორც ყველა ჩვენს ყოფილ ფეხბურთელს.“ - ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

ბრიტანული ტაბლოიდები კი წერდნენ, რომ მოურინიუ დაიღალა ბეილისგან და ზაფხულში უელსელი „სამეფო კლუბში“ დაბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106475