ფეხბურთი

21:51 | 13.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მილნერმა კუნთის ტრავმა მიიღო

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს ჯეიმს მილნერის ტრავმის შესახებ მოუთხრო, რომელიც მან პრემიერლიგის 24-ე ტურში, „ლესტერის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო (1:3). ის მე-17 წუთზე შეცვალეს.

„კუნთის ტრავმაა. ეს წინასწარი დიაგნოზია. ჯეიმსმა ერთ მომენტში დისკომფორტი იგრძნო და ამიტომ შევცვალეთ, აღარ გავრისკეთ.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.

მილნერის გარდა „ლივერპულს“ კიდევ 9 ტრავმიერბული მოთამაშე ჰყავს: ვირჯილ ვან დეიკი, ჯო გომესი, ჟოელ მატიპი, ფაბინიო, ნაბი კეიტა, დიოგუ ჟოტა, დივოკ ორიჯი, ბენ დევისი და კიუვინ კელეჰერი.

0.150414