ფეხბურთი

21:55 | 12.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კოშტა "პალმეირასში" გადასვლასთან ახლოსაა

მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი ფეხბურთელმა დიეგო კოშტამ შესაძლოა კარიერა ბრაზილიაში გააგრძელოს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, თავდამსხმელი "პალმეირასთან" აწარმოებს მოლაპარაკებას და ამჟამად ბრაზილიაშია.

ბრაზილიურმა კლუბმა კოშტას ორწლიანი კონტრაქტი და წელიწადში 2.6 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა და უახლოეს მომავალში გაირკვევა დარჩება თუ არა დიეგო სამხრეთამერიკაში. კოშტას აზიური და ინგლისური კლუბებიდანაც ჰქონდა შემოთავაზება თუმცა უარი განაცხადა.

დიეგო "ატლეტიკოში" 2018 წელს ლონდონის "ჩელსიდან" დაბრუნდა. სულ კარიერის განმავლობაში კოშტამ "როხიბლანკოსის" მაისურით 215 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 83 გოლი და 36 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11463