ფეხბურთი

14:27 | 12.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირის დებიუტი "ლეხში" და გოლი პენალტების სერიაში (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ნიკა კვეკვესკირს პოლონურ „ლეხში“ დებიუტი ჰქონდა და გადამწყვეტი პენალტი გაიტანა. პოლონეთის თასის მერვედფინალში „ლეხი“ სტუმრად „რადომს“ დაუზავდა (1:1).

გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც 5-5 დარტყმიდან გუნდებმა 3-3 გაიტანეს და სერია გაგრძელდა. „ლეხის“ მხრიდან მე-6 ბურთთან კვეკვესკირი მივიდა და ზუსტად დაარტყა, ხოლო შემდეგ პოზნანელთა მეკარემ მეტოქის დარტყმა მოიგერია და სერიაც დასრულდა - „ლეხი“ მეოთხედფინალში გავიდა. კვეკვესკირმა ამ შეხვედრაში 66-ე წუთიდან ითამაშა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნიკა კვეკვესკირი „ლეხს“ ორი კვირის წინ შეუერთდა და პოლონელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100606