ფეხბურთი

22:41 | 11.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" "სევილიას" მცველის დამატებას აპირებს

მადრიდის „რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „სევილიას“ ბრაზილიელი მცველის, დიეგო კარლოსის შეძენას ეცდება. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

„სამეფო კლუბში“ შეშფოთებული არიან დაცვის ხაზის თამაშით და მცვლების მომავლით, აქედან გამომდინარე ახალ სეზონში ამ რგოლის განახლება იგეგმება. შესაძლო ტრანსფერის ფინანსურ დეტალებზე ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი.

დიეგო კარლოსი „სევილიაში“ 2019 წლიდან თამაშობს და „დალაქების“ დაცვის ხაზის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. იქამდე ის მანამდე ფრანგულ „ნანტში“ ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109592