ფეხბურთი

19:30 | 11.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ თურქული შეკრება კარგ განწყობაზე დაასრულა. ხუთი და მათ შორის, ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ გიორგი ნემსაძის გუნდმა უკრაინულ „ვერესს“ აჯობა.

შეხვედრა დრამატული გამოდგა. მე-6 და მე-16 წუთებზე პეტკოსა და სერგიჩუკის გოლებით უკრაინელებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთეს. თუმცა, გიორგი ნემსაძის გუნდმა მობილიზება ძალიან სწრაფად მოახერხა და პირველივე ტაიმში უკვე თავად იგებდა.

მოისწრაფიშვილმა, ახვლედიანმა და კუციამ 20-წუთიან ინტერვალში ანტრაქტამდე გაიტანეს სამი გოლი და საქართველოს ჩემპიონი წინ გავიდა. მორე ტაიმში გატანასთან უფრო ახლოს ისევ „დინამო“ იყო, რაც ვერ მოახერხა, მაგრამ გამარჯვება მაინც მოიპოვა.

ამრიგად, „დინამო თბილისმა“ თურქეთში სერბულ „ნაპრედაკს“ (1:0) და უკრაინულ „ვოლოსს“ (3:2) მოუგო, ასევე უკრაინულ „კოლოსს“ (1:1) დაუზავდა, ხოლო კიევის „დინამოსთან“ (0:1), „ლუდოგორეცთან“ (1:3), „ზორიასთან“ (1:2) და „სოჭისთან“ (0:3) დამარცხდა.

„დინამო თბილისს“ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი 21 თებერვალს, საქართველოს სუპერთასზე „გაგრასთან“ ელოდება.

„დინამო თბილისი“ – „ვერესი“ 3:2 (3:2)

გოლები: 0:1 პეტკო (6), 0:2 სერგიჩუკი (16, პენ), 1:2 მოისწრაფიშვილი (19), 2:2 ახვლედიანი (35), 3:2 კუცია (40)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111397