კალათბურთი

18:13 | 11.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმდინის MVP-ის ტიტული სიურპრიზად გადასცეს (+VIDEO)

„ტენერიფეს“ ქართველ ცენტრ გიორგი შერმადინს ლიგა ენდესას იანვრის თვის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო გადასცეს. გიორგის კუთვნილი ჯილდო სასტუმროს ნომერში დაახვედრეს და სიურპრიზი გაუკეთეს.

ქართველმა კალათბურთელმა იანვარში 5 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ თამაშში 20.6 ქულას, 5.6 მოხსნას, 3.5 პასს, 1.5 ჩაჭრასა და 0.8 დაფარებას აგროვებდა. გიორგიმ 60-დან 41 ორქულიანი და 24-დან 21 საჯარიმო მოათავსა კალათში. ის მიმდინარე სეზონში მეორედ გახდა თვის MVP (ოქტომბერი, იანვარი).

აქვე გეტყვით, რომ „ტენერიფე“ დღეიდან ესპანეთის თასის გათამაშებაში ჩაერთვება და მეოთხედფინალში „სან პაბლო ბურგოსს“ დაუპირისპირდება.

0.154563