ფეხბურთი

1:57 | 11.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის მორიგი გოლი უნგრეთში (+VIDEO)

უნგრეთის თასის 1/16 ფინალში ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა. ქართველი ფორვარდის „ფეჰერვარმა“ სტუმრად „ვაშაში“ 2:1 დაამარცხა და სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა.

ანგარიში სწორედ ზივზივაძემ გახსნა. მე-3 წუთზე ბუდუს ცარიელი კარის წინ მიუვოდა ბურთი და ცხადია, გატანა არ გასჭირვებია. შემდეგ გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და საბოლოოდ, „ფეჰერვარმა“ 2:1 მოიგო, რის შედეგადაც მერვედფინალში გასვლა მოახერხა.

ბუდუ ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი - ხუთი ჩემპიონატში და 3 თასზე. გარდა ამისა, 6 საგოლე პასიც აქვს შესრულებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1138