ფეხბურთი

22:58 | 10.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ვარშავის „ლეგიას“ ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ კორონავირუსი დაამარცხა, გამოჯანმრთელდა და თვითიზოლაცია დაასრულა. ვაკო კლუბს უკვე შეუერთდა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

გვილიას COVID-19 დაახლოებით ორი კვირის წინ დაუდასტურდა და ამ პერიოდში ცხადია, გუნდს ვერ ეხმარებოდა. „ლეგია“ ახლა ექსტრაკლასაში „იაგელონიასთან“ მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 14 თებერვალს დაუპირისპირდება.

მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა პოლონეთის ჩემპიონატში 9-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარში გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123084