ფეხბურთი

19:58 | 10.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

IFFHS - დეკადის საუკეთესო ფეხბურთელად მესი დასახელდა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" შემტევი ლიონელ მესი ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 2011-2020 წლების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეობას აღნიშნული ფედერაციის 150 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა.

მეორე ადგილზე რეიტინგით პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, ხოლო მესამე პოზიციაზე "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა გავიდა.

გთავაზობთ 10 საუკეთესო ფეხბურთელს, რომელიც გამოკითხვის შედეგად დასახელდა.

1 - ლიონელ მესი (არგენტინა)

2 - კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია)

3 - ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)

4 - ნეიმარი (ბრაზილია)

5 - სერხიო რამოსი (ესპანეთი)

6 - მანუელ ნოიერი (გერმანია)

7 - რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი)

8 - ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)

9 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)

10 - ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134125