ფეხბურთი

16:10 | 10.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია პაოკ-ში?

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას სალონიკის პაოკ-ში იწვევენ. როგორც ბერძნული enwsi.gr-ი წერს, სალონიკელთა პრეზიდენტ ივან სავიდის ურუგვაელი პაბლო გარსიას შეცვლა ქართველით სურს.

საუბარია ზაფხულზე, როდესაც სეზონი დასრულდება და გარსიას კლუბთან კონტრაქტი ამოეწურება. თავის მხრივ, სეზონის ბოლოს „ანორთოსისთან“ ხელშეკრულება ქეცბაიასაც უსრულდება.

მეორეს მხრივ, კიდევ ერთი ბერძნული გამოცემა Alphanews.live წერს, რომ პაოკ-ში ქეცბაიას კანდიდატურას ამ დროისთვის არ განიხილავენ და ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. უფრო მეტიც, თემური „ანორთოსისთან“ თანამშრომლობის განახლების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიას საბერძნეთში თამაშისა და მწვრთნელად მუშაობის გამოცდილებაც აქვს, ორივე შემთხვევაში ათენის აეკ-ში. პაოკ-ში მოგეხსენებათ, ნიკა ნინუა თამაშობს და საბერძნეთში ერთ-ერთი წარმატებული კლუბია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110551