ფეხბურთი

20:50 | 8.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" სპარინგში უკრაინულ გუნდს დაუზავდა (+VIDEO)

თბილისის „საბურთალომ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური თამაში ჩაატარა და უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ „ოლექსანდრიას“ გაეჯიბრა.

ლევან კორღალიძის გუნდი მატჩის დასაწყისშივე ჩამორჩა ანგარიშში, თუმცა, შემდეგ სიტუაცია გამოასწორა. ბოჰდანის მე-19 წუთზე გატანილ პენალტს იური ტაბატაძემ 74-ე წუთზე უპასუხა და საბოლოოდ ფრე - 1:1.

„საბურთალოს“ მომდევნო სპარინგ მატჩი 11 თებერვალს „ტომსკის“ წინააღმდეგ ელოდება.

„საბურთალო“ - „ოლექსანდრია“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ბოჰდანი (19), 1:1 ტაბატაძე (74)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123215