ფეხბურთი

20:10 | 8.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" ზედიზედ მეოთხე წაგება და ამჯერად, რუსულ გუნდთან (+VIDEO)

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“ თურქეთში შეკრებას აგრძელებს და რიგით მეშვიდე სპარინგი გამართა, მეხუთე დამარცხდა და მათ შორის, ზედიზედ მეოთხედ...

თბილისური კლუბის მეტოქე რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი ლიდერი (მეოთხე ადგილზეა) „სოჭი“ იყო, რომელთანაც უშანსოდ წააგო. პირველ ნახევარ საათში კრისტიან ნობოამ და ჟოაზინიომ ლამაზი გოლები გაიტანეს, ხოლო 84-ე წუთზე სერგეი ტერეხოვმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„დინამომ“ თურქეთში სერბულ „რადნიკთან“, კიევის „დინამოსთან“ ბულგარულ „ლუდოგორეცთან“, უკრაინულ „ზორიასთან“ და ახლა რუსულ „სოჭისთან“ წააგო. სერბული „ნაპრედაკი“ დაამარცხა, ხოლო ერთხელ ფრეს გამორჩა.

გიორგი ნემსაძის გუნდი მომდევნო სპარინგმატჩს 11 თებერვალს უკრაინულ „ვერესთან“ გამართავს, შეკრებას დაასრულებს და საქართველოში დაბრუნდება.

„დინამო თბილისი“ – „სოჭი“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ნობოა (10), 0:2 ჟოაზინიო (33), 0:3 ტერეხოვი (84)

0.150129