ფეხბურთი

2:47 | 8.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტურიდან ტურამდე "მილანს" ვერავინ ეწევა

იტალიის სერია A-ში ტური ტურს მისდევს, ხოლო მონაწილე 20 გუნდი „მილანს“. „როსონერი“ ლიდერობას არ კარგავს და ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ სკუდეტოს ადვილად არ დათმობს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი და კომპანია შესანიშნავ სეზონს ატარებს და ფეხი არ უცდება. ეს სტაბილურობა გვაფრიქრებინებს, რომ „მილანი“ მხოლოდ ოთხეულში მოხვედრით არ დაკმაყოფილდება და ბედნიერიც არ იქნება. მიზანი უფრო სხვა არის, უფრო მაღალი.

„მილანმა“ 21-ე ტურში „კროტონე“ ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ანტე რებიჩის დუბლით 4:0 გაანადგურა და სამი გოლი 6-წუთიან ინტერვალში გაიტანა. ცხადია, ბოლოადგილოსანი „კროტონე“ საზომად არ გამოდგება, მაგრამ გვახსოვს „მილანი“, რომელიც ასეთ გუნდებსაც ვერ უგებდა, ან როგორც მინიმუმ უჭირდა მაინც. ახლა ყველაფერი პირიქითაა. ამრიგად, „მილანმა“ 49 ქულა დააგროვა და „ინტერი“ ისევ უკან მოიტოვა. იბრაჰიმოვიჩისთვის ეს თამაში დასამახსოვრებელი იყო, რადგან დუბლი შეასრულა და პირველი გოლი საკლუბო კარიერაში მე-500 გამოდგა! ზლატანი არ ბერდება, 11 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება, ისიც 2 გოლით. ასე რომ, „მილანი“ ჩემპიონობისთვის თუ იბრძვის, ზლატანი ინდივიდუალურად იბრძვის პირველი ადგილისთვის და შეიძლება ითქვას, დიდი შანსიც აქვს, როგორც მის გუნდს.

კვირის სხვა მატჩებს რაც შეეხება, „ლაციოს“ თამაშია გამოსარჩევი, რომელმაც „კალიარის“ ჩირო იმობილეს გოლით მოუგო. რომაელებმა 40 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში თანაქალაქელ „რომას“ გაუტოლდნენ. სხვათა შორის, 2021 წელს „ლაციომ“ 19 ქულა დააგროვა და ტოპ ჩემპიონატებში მასზე მეტი ქულა ამ პერიოდში მხოლოდ „მანჩესტერ სიტიმ“ (24) და „მონაკომ“ (21) მოიპოვეს. ამრიგად, სიმონე ინძაგის გუნდი მაგარ ფორმაშია და ასე თუ გააგრძელებს, სეზონს უფრო მაღალ პოზიციაზე დაასრულებს, ვიდრე ახლა უკავია (4-5).

„ბენევენტო“ – „სამპდორია“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 კაპრარი (55), 1:1 ბალდე (80)

„მილანი“ – „კროტონე“ (1:0)

გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (30), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (64), 3:0 რებიჩი (69), 4:0 რებიჩი (70)

„უდინეზე“ – „ვერონა“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 სილვესტრი (83, ა.გ), 2:0 დეულოფეუ (90)

„პარმა“ – „ბოლონია“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ბაროუ (15), 0:2 ბაროუ (33), 0:3 ორსოლინი (90)

„ლაციო“ – „კალიარი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 იმობილე (61)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.170352