ფეხბურთი

19:04 | 7.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზლატან იბრაჰიმოვიჩის მე-500 გოლი საკლუბო კარიერაში

იტალიური „მილანის“ თავდამსხელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩა საკლუბო კარიერაში საიუბილეო, მე-500 გოლი გაიტანა. შვედმა ლეგენდამ ამ ნიშნულს ახლახან „კროტონესთან“ გატანილი გოლით უწია.

იბრაჰიმოვიჩის საკლუბო კარიერაში გოლები შემდეგნაირად ნაწილდება:

„პარი სენ ჟერმენი“ – 156 გოლი

„მილანი“ – 83

„ინტერი“ – 66

„გალაქსი“ – 53

„აიაქსი“ - 48

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – 29

„იუვენტუსი“ – 26

„ბარსელონა“ – 22

„მალმიო“ – 18

იბრაჰიმოვიჩმა "კროტონეს" მეორე გოლიც გაუტანა და საკლუბო დონეზე უკვე 501 გოლი აქვს. გარდა ამისა, ზლატანს 62 გოლი შვედეთის ეროვნული ნაკრების მაისურით აქვს გატანილი და შესაბამისად, კარიერაში 563 გოლია მის ანგარიშზე. როგორც ხედავთ 600 გოლამდე არც ისე შორია - 37 გოლი. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა სერია A-ს 11 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

0.11117