ფეხბურთი

0:59 | 7.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "დარჩება თუ არა, ეს მხოლოდ მესის გადასაწყვეტია, ჩვენ ვერ ჩავერევით"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არგენტინელის მომავალი მხოლოდ მის ხელშია. ნიდერლანდელის თქმით, მას სურს, რომ მესი „ბარსაში“ დარჩეს, მაგრამ ეს მხოლოდ სამხრეთამერიკელმა უნდა გადაწყვიტოს.

„მხოლოდ მას შეუძლია თავისი მომავლის გადაწყვეტა. მესიამოვნება თუ აქ მრავალი წლის განმავლობაში დარჩება და ბედნიერი იქნებოდა. იმიტომ, რომ თუ ლეო ბედნიერია, როგორც ახლა, ის გუნდს დიდ ხარისხს მატებს და ჩვენ ის გვჭირდება. რაც შეეხება მომავალს, ეს მხოლოდ მის ხელშია“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს, კონკრეტულად 30 ივნისს ეწურება. სხვათა შორის, მას წინასწარი კონტრაქტის გაფორმება ახლაც ნებისმიერ გუნდთან შეუძლია. ჯერჯერობით უცნობია რას გადაწყვეტს ლეო, ესპანური პრესის ცნობით, ის მომავალზე მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ იმსჯელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108215