კალათბურთი

10:26 | 6.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

19 წუთი, 2 სამქულიანი, "ბაზერი", დაფარება ზაიონს - გოგა ბითაძის საუკეთესო თამაში სეზონში (+VIDEO)

NBA-ში „ინდიანა პეისერსი“ საკუთარ მოედანზე "ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში 113:114 დამარცხდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, გოგა ბითაძეს კი მიმდინარე სეზონში საუკეთესო თამაში ჰქონდა - 19 წუთი ითამაშა და ორი სამქულიანი ჩააგდო...

ინდიანაპოლისელები ბოლო პერიოდის წინ 11 ქულით მარცხდებოდნენ და გადამწყვეტ მეოთხედში შესანიშნავად ითამაშეს. საფინალო სირენამდე 37 წამით ადრე მაილს ტერნერის სამქულიანით „ინდიანამ“ სხვაობის ერთადერთ ქულამდე შემცირება შეძლო, მაგრამ დარჩენილ დროში „ნიუ ორლეანელებმა“ თავი კარგად დაიცვეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. საგულისხმოა, რომ ბითაძემ უმეტესად იმ დროში ითამაშა, როცა "ინდიანამ" სოლიდური ჩამორჩენა აღმოფხვრა (მესამე-მეოთხე პერიოდში).

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე მთლიანობაში 19:11 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 10 ქულა, 3 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე) და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, რის შედეგადაც შეტევაში 57%-იანი სიზუსტით ითამაშა. ნიშანდობლივია, რომ ერთი სამქულიანი გოგამ სირენას ხმასთან ერთად ჩააგდო - მესამე პერიოდში, როდესაც მისი გუდი 72:86 მარცხდებოდა, ქართველის სამიანი კალათში ჩაეშვა და ამრიგად, „ბაზერი“ მიითვალა და მესამე პერიოდიც მისი ქულებით დასრულდა.

ვთქვათ ისიც, რომ გოგამ ზაიონ უილიამსონს დააფარა! სხვათა შორის, იგივე მატჩს მიწურულსაც გააკეთა, მაგრამ მსაჯებმა ჯარიმა დაფიქსირეს. საბოლოოდ, გოგა თამაშს ზედმეტი ფოლების გამო საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე გამოეთიშა.

„პეისერსის“ რიგებში საუკეთესო ჯასტინ ჰოლიდეი იყო, რომელმაც 22 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დააგროვა, ხოლო ბრენდონ ინგრამმა გაიბრწყინა, რომელმაც 30 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი დააგროვა.

„ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 12 მოგებით და 11 წაგებით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 7 თებერვალს „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110663