ვიდეო

22:33 | 5.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედის" თვის საუკეთესო ფეხბურთელი და გოლის ავტორი გახდა (+VIDEO)

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედის" იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და ასევე, საუკეთესო გოლის ავტორი გახდა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, აღნიშნულ ორ ნომინაციაში გულშემატკივრების რჩეული გამოკითხვის შედეგად ფრანგი გახდა.

იანვარში ფრანგმა ნახევარმცველმა "წითელი ეშმაკების" მაისურით რვა თამაში ჩაატარა, აქედან ორი ლიგის და ასოციაციის თასებზე. აღნიშნულ შეხვედრებში პოლმა ორი გოლი გაიტანა, ხოლო გულშემატკივრებმა საუკეთესოდ "ფულჰემის" კარში გატანილი გოლი გამოარჩიეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112712