ფეხბურთი

20:10 | 4.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "ლუდოგორეცთან" წააგო (+VIDEO)

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“ ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს და თურქეთში რიგით მეხუთე სპარინგმატჩი გამართა. გიორგი ნემსაძის გუნდის მეტოქე ამჯერად ბულგარეთის გამორჩეული კლუბი „ლუდოგორეცი“ იყო.

„დინამოსთვის“ თამაში ისე დაიწყო, უკეთესის წარმოდგენა ძნელიც იყო. მეორე წუთზე ზორან მარუშიჩმა ანგარიში გახსნა და თბილისური გუნდი დაწინაურდა. თუმცა, დინამოელთა უპირატესობა მალევე განიავდა, რადგან ბულგარელებმა 31-ე წუთისთვის ორჯერ იხეირეს. ჯერ კირილ დესპოდოვმა აღადგინა წონასწორობა და შემდეგ კლაუდიუ კეშერუმ მეორედ დალაშქრა ომარ მიგინეიშვილის კარი. 76-ე წუთზე „დინამოს“ დაცვამ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა და ამჯერად მავის ჩიბოტამ გაიტანა - 1:3.

„დინამო თბილისმა“ თურქეთში მეხუთე სპარინგი ჩაატარა - „რადნიკთან“ 0:1 წააგე0, „ნაპრედაკს“ 1:0 აჯობა, უკრაინულ „კოლოსთან“ ფრეს გამორჩა (1:1), ხოლო კიევის "დინამოსთან" (0:1) და "ლუდოგორეცთან" (1:3) დამარცხდა. მომდევნო მატჩს საქართველოს ჩემპიონი 6 თებერვალს, უკრაინულ "ზორიასთან" ჩაატარებს.

„დინამო თბილისი“ – „ლუდოგორეცი“ 1:3 (1:2)

გოლები: 1:0 მარუშიჩი (2), 1:1 დესპოდოვი (24), 1:2 კეშერუ (31), 1:3 ჩიბორა (76)

0.112921