ფეხბურთი

1:54 | 4.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ნინუას საგოლე პასი საბერძნეთის თასზე (+VIDEO)

სალონიკის პაოკ-ის ქართველმა ნახევარმცველმა ნიკა ნინუამ საგოლე პასი მიითვალა. საბერძნეთის თასის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში პაოკ-მა ლარისას აელ-ი სტუმრად 2:1 დაამარცხა და ნიკას თავის გამოჩენის შანსი მიეცა, რაც ამ სეზონში ხშირად არ ხდება.

ნინუამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო 29-ე წუთზე საგოლე პასის ავტორი გახდა. მან კუთხური ჩააწოდა და ჩეხ თავდამსხმელ მიხაილ კრმენჩიკს ბურთი თავზე დაასვა. სალონიკელებმა მეოთხედფინალის საგზური იოლად მოიპოვეს, რადგან აელ-ს ორი მატჩის ჯამში 7:1 აჯობეს.

ნიკა ნინუას ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

0.133412