ფეხბურთი

20:12 | 3.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ამხანაგურ შეხვედრებს ავსტრიასთან და რუმინეთთან გამართავს

ინგლისის ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის მოსამზადებელ პერიოდში ამხანაგურ შეხვედრებს ავსტრიის და რუმინეთის ეროვნულ გუნდებთან გამართავს. აღნიშნული ინფორმაციია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გაავრცელა.

"სამი ლომი" ავსტრიას 2 ივნისს უმასპინძლებს, ხოლო რუმინეთს 6 ივნისს მიიღებს. ასევე ცნობილია, რომ რუმინეთი ამხანაგურ მატჩს საქართველოსთან 2 ივნისს გამართავს და შემდეგ გაფრინდება ინგლისში.

ჯერჯერობით უცნობია თუ სად ჩაატარებს გარეტ საუთგეიტის გუნდი აღნიშნულ ამხანაგურ მატჩებს, თუმცა არცერთი შეხვედრა გაიმართება "უემბლიზე", რომელიც ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს. ინგლისი ევრო 2020-ზე ჯგუფში ხორვატიას, შოტლანდიას და ჩეხეთს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112775