ფეხბურთი

19:51 | 31.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მოზერველის" მცველმა კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა (+VIDEO)

შოტლანდიური „მოზერველის“ სრულიად უცნობი მცველი ბევის მუგაბი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა.

ალბათ, გახსოვთ 2019 წლის მიწურულს რონალდუს გოლი გენუის „სამპდორიას“ კარში, როდესაც 71 სმ-ის სიმაღლის ნახტომი გააკეთა და ბურთს საბოლოო ჯამში თავი 2.56 მეტრიდან სიმაღლიდან დაარტყა - ცხადია გოლი გაიტანა.

შოტლანდიის პრემიერლიგაში კი მუგაბიმ „როს ქაუნთის“ წინააღმდეგ გამარჯვების გოლი უფრო მაღალი სიმაღლიდან გაიტანა. მისმა ნახტომმა 75 სმ შეადგინა, ხოლო დარტყმის მომენტში ბურთს თავი 2.62 მეტრის სიმაღლიდან შეაგება.

ამრიგად, უგანდელი ფეხბურთელი, რომელიც აქამდე ფართო საფეხბურთო სამყაროსთვის ცნობილი ნამდვილად არ იყო, ახლა ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.323401