ფეხბურთი

17:12 | 31.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანიელე რუგანი იტალიაში ბრუნდება

ფრანგული „რენის“ მცველი დანიელე რუგანი იტალიაში ბრუნდება. როგორც იტალიური გამოცემები იტყობინებიან, 26 წლის ფეხბურთელის ტრასფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაწყებულია.

რუგანის დამატება „ტორინოს“ სურს და თანაქალაქელ „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებებს მართავს. ფეხბურთელის გაშვებაზე „რენიც“ თანახმაა. იტალიელი ფრანგულ გუნდს სეზონის წინ იჯარით შეუერთდა, მაგრამ დღემდე მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა და ფრანგები მის გამოსყიდვას არ აპირებენ.

რაც მთავარია, „იუვეც“ თანახმაა მის საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი „ტორინოს“ იჯარით დაუთმოს, რათა სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.

დანიელე რუგანი „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა. ტურინელებმა ის მიმდინარე სეზონში „რენში“ გაანათხოვრეს და რაც უნდა პრადოქსი იყოს, ფრანგულ გუნდში უფრო მწირი სათამაშო დრო მიიღო, ვიდრე მანამდე „იუვეში“ ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115153