ფეხბურთი

2:09 | 31.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ ვერ დაბრუნდა

უხეირო იანვრის შემყურე, წინა ტურში „ალავესის“ სტუმრად განადგურების შემდეგ (1:4), დავწერეთ - „რეალი“ დაბრუნდაო და ამის თქმის საბაბი მადრიდელთა კარგმა თამაშმა მოგვცა. მაგრამ საშუალო „ლევანტესთან“ ისევ შეირცხვინეს თავი - შინ 1:2 წააგეს.

მხოლოდ წაგება არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია თამაში, უფრო სწორად უსუსურობა, რომელიც „სამეფო კლუბმა“ შაბათს წარმოადგინა. ნუთუ ზიდანის და რამოსის არყოფნამ ასე იმოქმედა? მოგეხსენებათ, რამოსს მუხლი აწუხებს, ზიდანს კი კორონა შეეყარა და გუნდი მინდორზე მისმა თანაშემწემ, დავიდ ბეტონიმ გაიყვანა. მაგრამ „ალავესთანაც“ ხომ ასე იყო...

„მილიტაოს გაძევებამ ერთობ რთულ ვითარებაში ჩაგვაგდო. მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა.

გულშემატკივრებს უნდა სჯეროდეთ გუნდის. წინ კიდევ ბევრი მატჩია და ტიტულისთვის ისევ ვიბრძოლებთ.“ - ეს ბეტონის სიტყვებია.

მადრიდელებს დასაწყისში მართლაც არ გაუმართლათ. მე-9 წუთიდან კაცნაკლულები თამაშობდნენ. მსაჯმა უხეშობისთვის ედერ მილიტაო გააძევა. თუმცა სამ წუთში მათ ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხეს, გოლი მარკო ასენსიომ გაიტანა.

სტუმრებმა 32-ე წუთზე გაათანაბრეს, თავი ხოსე ლუის მორალესმა გამოიჩინა.

64-ე წუთზე ლევანტელებს დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ როხერის დარტყმული პენალტი ტიბო კურტუამ მოიგერია. სამაგიეროდ იმავე როხერმა 14 წუთში გამოასწორა შეცდომა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

ახლა „რეალს“ 20 თამაშიდან 40 ქულა მოუგროვდა და ისევ მეორე ადგილზეა, თუმცა ტიტულისთვის ბრძოლა გაირთულა. კვირას თუ ლიდერმა „ატლეტიკომ“ „კადისთან“ მოიგო, უკვე 10 ქულით გაუსწრებს. ისიც გავიხსენოთ, რომ დიეგო სიმეონეს გუნდს კიდევ ერთი თამაშით ნაკლები დარჩება ჩატარებული და „დაკარგულებით“ სულაც 13 ქულა გამოვა უპირატესობა. მაგრამ „ატლეტიკომაც“ ხომ შეიძლება წაიფორხილოს. მოკლედ, მარჩიელობას ნუ დავიწყებთ.

კიდევ, თუ კვირას „ბარსელონამ“ „ბილბაო“ დაამარცხა, ისიც გაუთანაბრდება „რეალს“ ქულებით.

„სევილიამ“ კი სტუმრად „ეიბარი“ დაამარცხა (0:2) და ჯერჯერობით მესამე ადგილი შეინარჩუნა.

ესპანეთი

პრიმერა. 21-ე ტური. 30 იანვარი

ეიბარი - სევილია 0:2

ეიბარი. „ესტადიო მუნისიპალ დე იპოურუა.“

0:1 ოკამპოსი (28 პენ), 0:2 ხორდანი (55)

ეიბარი: დმიტროვიჩი (იოელი 61), არბილია, ბიგასი, ოლივეირა, პოსო (კორეა 75), დიოპი (ალეშ გარსია 75), ესპოზიტო, ხილი, ინუი (ლეონი 46), კიკე გარსია, მუტო (ენრიხი 60)

მწვრთნელი: ხოსე ლუის ეჩებერია

სევილია: ბუნუ, აკუნია (რეკიკი 7), გომესი (კარლოსი 82), კუნდე, ნავასი (ალეიშ ვიდალი 46), ხორდანი, ფერნანდო, ოლივერ ტორესი (რაკიტიჩი 70), ოკამპოსი, სუსო (მუნირი 82), ენ-ნესირი

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

მსაჯი: ხოსე მარია მარტინესი

გაფრთხილება: ოლივეირა (9), დიოპი (17), არბილია (62), კორეა (78); გომესი (20), მუნირი (90+4), რაკიტიჩი (90+4)

რეალი - ლევანტე 1:2

მადრიდი. „ალფრედო დი სტეფანო“

1:0 ასენსიო (13), 1:1 მორალესი (32), 1:2 როხერი (78)

რეალი: კურტუა, მენდი, ვარანი, მილიტაო, ოდრიოსოლა, კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი, აზარი (ვინისიუსი 60), ასენსიო (არიბასი 82), ბენზემა (დიასი 82)

მწვრთნელი: (ზინედინ ზიდანი), დავიდ ბეტონი

ლევანტე: ფერნანდესი, კლერი, პოსტიგო, დუარტე, მირამონი, მორალესი (გომესი 76), რადოია, მალსა (როჩინა 60), მალერო, როხერი (ვეზუ 83), ლეონი (ბარდჰი 60)

მწვრთნელი: პაკო ლოპესი

მსაჯი: მედიე ხიმენესი

გაფრთხილება: კაზემირო (90); მალსა (50), მალერო (72)

გაძევება: მილიტაო (9)

ვალენსია - ელჩე 1:0

1:0 ვაასი (22)

34-ე წუთზე სოლერმა (ვალენსია) ვერ გაიტანა პენალტი

ვილიარეალი - სოსიედადი 1:1

1:0 პარეხო (3), 1:1 ისაკი (90+3)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111983