ფეხბურთი

0:43 | 31.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

სიგიჟე მარსელში

„მსოფლიო სპორტი“ უკვე წერდა, რომ შაბათს, 30 იანვარს, საფრანგეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის „მარსელი“ – „რენის“ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე. „მარსელის“ ფანები კლუბის საწვრთნელ ბაზას დაესხნენ თავს, ააფეთაქეს მაშხალები, მიანგრ-მოანგრიეს იქაურობა, თანაც კლუბის პრეზიდენტის, ჟაკ-ანრი ეიროს გადადგომას მოითხოვდნენ.

ბაზის ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმი და მეხანძრეები გამოიძახეს. მალე მეამბოხეებმა იქაურობა დატოვეს. თუმცა გუნდის ერთი ფეხბურთელი, ალვარო გონსალესი დაშავდა. ესპანელ მცველს მაშხალა ზურგში მოარტყეს. მთავარი მწვრთნელის, ანდრე ვილაშ-ბოაშის ჩანთა კი გახსენეს და შემდეგ ნაგავში გადააგდეს.

სამი პოლიციელი დაიჭრა. 25 მეამბოხე კი დააკავეს. სულ დაახლოებით 200 ადამიანი უტევდა ბაზას.

ცხადია, „რენთან“ მატჩი გადაიდო. მოგვიანებით კი „მარსელმა“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

„მარელი“ გმობს იმ თავდასხმას, რომელიც დღეს რობერტ-ლუი დრეიფუსის საწვრთნელ ცენტრში მოხდა. რამდენიმე ასეული ულტრასი შეიჭრა ბაზაზე როცა იქ ფეხბურთელები და პერსონალი იმყოფებოდნენ.

მიუხედავად პოლიციის ჩარევისა, თავდასხმამ საფრთხის ქვეშ დააყენა მოთამაშეების, სამართალდამცავების, დარაჯების და პერსონალის სიცოცხლე. მოხდა ქურდობები, დაზიანდა ავტომობილები, დაიწვა ხუთი ხე. შენობის შიდა პერიმეტრის ზარალმა ასეულობით ათასი ევრო შეადგინა.

დამაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. „მარსელი“ ყველა მტკიცებულებას გამომძიებლებს გადასცემს.“ - წერია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114794