კალათბურთი

0:19 | 29.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინდიანას" მწვრთნელი: "ბითაძეს ძალიან ბევრი უნარი აქვს და მომწონს რასაც აკეთებს"

„ინდიანა პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა ნეით ბიორკგრენმა „შარლოტ ჰორნეტსთან“ გამარჯვების შემდეგ (116:106) გოგა ბითაძის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქართველ კალათბურთელს ძალიან ბევრი უნარი აქვს.

„ბითაძის ბევრი თვისება მომწონს. მას დიდი ხანი გაუცდა და ამიტომ, ბოლო თამაშებში 8-10 წუთი თამაშობს. მას 5 პოზიციაზე შეუძლია თამაში და სხვებს საქმეს უადვილებს. მომწონს მისი მოქნილობა, თუ დაფარებას ვერ გააკეთებს, მაშინ მეტოქეს სროლაში ხელს მაინც უშლის. მომწონს, რასაც აკეთებს, უნდა გააგრძელოს ბურთების მოხსნა. მას ბევრი უნარი აქვს, ძალიან ბევრი“, - თქვა ბიორკგრენმა.

შეგახსენებთ, გოგა ბითაძემ „შარლოტთან“ არასრულ 11 წუთში 2 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. „ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 11 მოგებით და 7 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 30 იანვარს, ისევ „შარლოტ ჰორნეტსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113239