ფეხბურთი

23:41 | 28.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

26 წლის წინ: ბუფონის ფანტასტიკური დებიუტი დიდ ფეხბურთში ვარსკვლავების წინააღმდეგ (VIDEO)

ჯანლუიჯი ბუფონის დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთში 1995 წლის 19 ნოემბერს შედგა. "პარმა" სერია A-ს მორიგ ტურში "მილანს" მასპინძლობდა და ძირითადი მეკარე ლუკა ბუჩი ტრავმირებული ჰყავდა. მთავარმა მწვრთნელმა ნევიო სკალამ კი მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და მეორე მეკარე ალესანდრო ნისტას სრულიად უცნობი 17 წლის ბიჭი ამჯობინა, რომელმაც ისიც არ იცოდა, რომ თამაშამდე გუნდური ფოტო უნდა გადაეღოთ და "პარმას" იმ დღის გუნდური ფოტო 10 ფეხბურთელისგან შედგება.

მიუხედავად ამისა, პატარა ჯიჯიმ თავისი უშუალო საქმე იცოდა. ბუფონის დებიუტი ფაბიო კაპელოს ვარსკლავური "მილანის" წინააღმდეგ შედგა და იმ დღეს მის კარს რობერტო ბაჯო, ჟორჟ ვეა, ზვონიმირ ბობანი, დეიან სავიჩევიჩი და მარკო სიმონე უტევდნენ. მიუხედავად ამისა, მას ვერავინ აჯობა და "პარმას" ქულის მოპოვებაში დაეხმარა - 0:0!

მატჩის შემდეგ "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ "პარმას" რიგებში საუკეთესო დებიუტანტი ჯანლუიჯი ბუფონი იყო. იტალიელმა სპეციალისტმა ისიც თქვა, რომ არასდროს უნახავს ასეთი მეკარე 17 წლის ასაკში...

მას შემდეგ 25 წელზე მეტი გავიდა და ბუფონი დღეს 43 წლის გახდა, მაგრამ ისევ მოედანზეა. ალბათ, ფეხბურთის ისტორიაში არც არავის ჰქონია ასეთი ხანგრძლივად სტაბილური კარიერა! წლები გადის, მაგრამ ბუფონისთვის არა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130074