ფეხბურთი

21:55 | 27.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" ნიდერლანდელი მცველი დაიმატა

ნიდერლანდების 20-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე "სელტიკის" მცველი ჟერემი ფრიმპონგი კარიერას "ლევერკუზენში" გააგრძელებს. როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური ტვიტერის გვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი მიიღო შოტლანდიურმა მხარემ.

ჟერემი "მანჩესტერ სიტის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია და "სელტიკმა" 2019 წელს დაიმატა. მას შემდეგ გლაზგოური გუნდის მაისურით ფრიმპონგმა 51 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.117356