ფეხბურთი

16:19 | 27.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხაცკევიჩი: "არაბიძე კრეატივს შეგვმატებს, მაგრამ მთავარია მისი თვისებები სწორად გამოვიყენოთ"

ვოლგოგრადის „როტორის“ მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა გიორგი არაბიძის შესახებ ისაუბრა. ბელარუსმა სპეციალისტმა თურქეთში მისი გუნდის პირველი შეკრება შეაჯამა და მათ შორის, ახალწვეულ არაბიძეზეც გააკეთა კომენტარი:

როგორც ხაცკევიჩმა თქვა, ქართველ ფეხბურთელს შეუძლია „როტორს“ კრეატივი შემატოს, რადგან ძალიან სწრაფი და ტექნიკურია:

„ამ ეტაპზე არაბიძეს ვეცნობით და ეტყობა, რომ სრულიად მოუმზადებელი ჩამოვიდა. ამის მიზეზი ის არის, რომ საკმაოდ მძიმე სერიოზული ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ნათელია, რომ შეტევაში კრეატივს შეგვმატებს. ძალიან სწრაფი და ტექნიკურია, შესანიშნავი ცაცია აქვს და მოედანზე არასტანდარტულად მოქმედებს. მაგრამ, ჯერჯერობით გაუჭირდება და საქმეს მოთმინებით უდგება. მას ფიზიკურად ნაკლებად ვტვირთავთ, თუმცა, მთავარია მისი ძლიერი მხარეები სწორად გამოვიყენოთ“, - თქვა ხაცკევიჩმა.

შეგახსენებთ, გიორგი არაბიძე „როტორში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა. ქართველი ფეხბურთელი ბოლოს პორტუგალიურ „ნასიონალში“ ირიცხებოდა, სადაც სათამაშო პრაქტიკას მოკლებული იყო.

0.114132