ფეხბურთი

10:28 | 27.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩის და ლუკაკუს ჩხუბი: "ვუდუს რიტუალები სხვაგან გააკეთე, ვირო" (+VIDEO)

იტალიის თასის მეოთხედფინალში "ინტერმა" "მილანი" 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, მაგრამ ეს მატჩი მაინც ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რომელუ ლუკაკუს კამათით იყო დასამახსოვრებელი. პირველი ტაიმის ბოლოს "მანჩესტერში" ყოფილმა თანაგუნდელებმა იჩხუბეს და ბელგიელის დამშვიდება ძალიან გაჭირდა.

მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს და როგორც ტელეკამერების მეშვეობით მათ საუბარი გაშიფრეს, ერთმანეთისთვის სასიამოვნო არაფერი უთქვამთ. ნაწილობრივ, ლუკაკუსა და ზლატანის კამათი შემდეგანირად წარიმართა:

- ლუკაკუ: „სახეში ნუ მიცინი“

- ზლატანი: „წადი და შენი ბინძური ვუდუს რიტუალები სხვაგან გააკეთე, პატარა ვირო!“

- ლუკაკუ: „გასახდელში შევხვდეთ“.

- ზლატანი: „დედაშენს დაურეკე და ბინძური ვუდუს რიტუალები ერთად გააკეთეთ“.

- ლუკაკუ: „წადი შენი და შენი ცოლის... ვილაპარაკოთ დედაშენზე?“

როგორც ჩანს, ამ კამათმა იბრაჰიმოვიჩზე უფრო ცუდად იმოქმედა, რადგან 58-ე წუთზე მან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო (პირველი ლუკაკუსთან ჩხუბისთვის) მატჩის ბოლო ნახევარი საათი თანაგუნდელები რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა.

0.153357